samcxe-javaxeTis mxare  
  
 
 
 
 
 
 
zeda varZia RvTismSoblis eklesia dedaTa monasteri
XI საუკუნის I ნახევრის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის ეკლესია სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ვარძიის ჩრდილო-დასავლეთით 3 კმ-ზე. აღმართულია მთის ფერდობზე, ხელოვნურად შექმნილ ბაქანზე. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

arqiteqtura

მიეკუთვნება ორნავიანი ეკლესიათა ტიპს. სამხრეთით აქვს ღია სტოა. დასავლეთი მინაშენი უფრო გვიანი ხანისაა. ნაგებია კარგად გათლილი მოწითალო-იასამნისფერი ტუფანდეზიტის კვადრებით. შიგნით მოპირკეთებულია დიდრონი თლილი ქვებით. ღრმა აფსიდით დაბოლოებული მთავარი ნავი მაღალი და ფართოა, ჩრდილოეთისა კი - დაბალი და ვიწრო. ისინი ერთმანეთიდან დაკავშირებული არიან ორ ბურჯზე დაყრდნობილი თაღებით. ეკლესია შელესილი ყოფილა, შეიმჩნევა მოხატულობის კვალი. ორივე ნავი ერთიანი, ორფერდა სახურავითაა გადახურული. ეკლესია გარედან უხვადაა მორთული ჩუქურთმებით. შესასვლელის თავზე სტილიზებული ასომთავრული წარწერაა.

 

foto galerea